სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

სომხეთის მთავრობამ „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საკითხი დღეს გამართულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა წარადგინა.

„ბოლო წლებში სომხეთსა და ევროკავშირს საკმაოდ ინტენსიური და დინამიური ურთიერთობები აქვთ. ევროკავშირმა არაერთხელ გამოხატა ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა სომხეთში დემოკრატიისადმი. ვგულისხმობ ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის განლაგებას. ევროკავშირმა ასევე გამოხატა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს სომხეთის ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებას. აშკარაა, რომ ევროკავშირს აქვს ძალიან მდიდარი დემოკრატიული ტრადიციები, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, თავისუფალი კონკურენტული გარემო, თანამედროვე ეკონომიკა და განვითარებული მეცნიერება“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტში განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის იმდენად დაუახლოვდეს ევროკავშირს, რამდენად შესაძლებლადაც ამას ევროკავშირი მიიჩნევს.

„ჩვენ ასევე ვნახეთ ნიშნები, რომ ეს შესაძლებელია. ვგულისხმობ ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაწყებას და მთელ რიგ სხვა ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება ან განიხილება ევროკავშირთან“, - აღნიშნა არარატ მირზოიანმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები