გრიგოლ გეგელია - „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ კატასტროფაა „ქართული ოცნებისთვის“ - ეს ნიშნავს, რომ არცერთი ხელისუფლება, რომელიც ივანიშვილის ორბიტაზე იქნება, არასდროს იქნება აღიარებული

დასავლური სახელმწიფოები ასანქცირებენ ვირთხებს, რომლებიც გარბიან გემიდან და რომელსაც ისინი თვითონვე ენერგიულად ძირავენ ამდენი წლის განმავლობაში, - ასე შეაფასა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გრიგოლ გეგელიამ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება იმის თაობაზე, რომ „ქართველ ხალხს სანქციებით ვერავინ და ვერაფერი შეაშინებს“.

როგორც გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, „ქართველ ხალხს არაფრის უნდა ეშინოდეს, ივანიშვილის და მის ბანდფორმირებებს კი ყველაფრის“.

„ივანიშვილსა და ქართველ ხალხს შორს არაფერი საერთო არ არის. დაანებოს თავი ქართველ ხალხზე საუბარს. რა არის საერთო ქართველ ხალხს და ივანიშვილს შორის? არაფერი. სანქციების ქართველ ხალხს კი არა, თვითონ ივანიშვილს ეშინია. ქართველ ხალხს რატომ უნდა ეშინოდეს სანქციების? ქართველი ხალხი დაასანქცირა ვინმემ? არა. დასავლური სახელმწიფოები ასანქცირებენ ვირთხებს, რომლებიც გარბიან გემიდან, რომელსაც ისინი თვითონ ენერგიულად ძირავენ უკვე ამდენი წლის განმავლობაში. ქართველ ხალხს არაფრის უნდა ეშინოდეს, პირიქით, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მის გვერდით არის მთელი მსოფლიო. უნდა ეშინოდეთ ბოროტმოქმედებს, რომლებიც რეალურად, ღალატობენ ქართველ ხალხს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა საერთაშორისო ასპარეზზე ვერ გაიმარჯვოს. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ გვქონდეს მეტი კეთილდღეობა, მეტი უსაფრთხოება და განვითარების შანსები“, - განაცხადა გეგელიამ.

ის დარწმუნებულია, რომ საქართველოში ხელახალი არჩევნები დაინიშნება.

„არალეგიტიმური, ქმედითუუნარო პარლამენტის პირობებში, ქვეყანა ვერ გააგრძელებს ჩვეულებრივ, სტაბილურად არსებობას. ჩვენ არ გვყავს ქმედითუნარიანი ხელისუფლება, რომელსაც ექნება რაიმე ტიპის მორალური ან პოლიტიკური მანდატი ამ ქვეყნის შიგნით და გარეთ. ივანიშვილს მხოლოდ საკუთარი ფიზიკური და პერსონალური კეთილდღეობა ადარდებს, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის ამ ქვეყანაში და რაც თავად განგვიცხადა არჩევნების წინ. როგორც მან გვითხრა, რამდენიც ჩვენს კეთილდღეობაზე ფიქრობს, იმ მომენტში საკუთარი მილიონები ახსენდება და ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრს ვეღარ აგრძელებს. აი, ასეთი მძიმე გასაჭირი აქვს ივანიშვილს“, - განაცხადა გეგელიამ.

მისი შეფასებით, როდესაც ხელისუფლებას ჰყავს ისეთი პირები, რომლებიც „მაგნიტსკის სიაში“ მოხვდნენ და აკრძალული აქვთ ევროკავშირის წამყვან სახელმწიფოებში გადაადგილება, ასეთი ხელისუფლება ფიზიკურად ვერ განაგრძობს არსებობას და ვერც სახელმწიფო გააგრძელებს ჩვეულებრივ ფუნქციონირებას.

„როდესაც შს მინისტრი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინისტრი არის, ვისზეც სახელმწიფოს და მოქალაქეების ყოველდღიური უსაფრთხოება დგას და როდესაც ასეთი ადამიანი არის ამავე დროს ტერორისტების და კრიმინალების გვერდით „მაგნიტსკის სიაში“, როგორ წარმოგვიდგენია საერთოდ უსაფრთხოების შემადგენლობა?! ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მასთან არავინ ითანამშრომლებს“, - განაცხადა გეგელიამ.

რაც შეეხება „ქართული კოშმარის მთავრობის არაღიარების აქტს“, გრიგოლ გეგელიას თქმით, მსგავსი ტიპის აქტის ორპარტიული მხარდაჭერით ინიცირება, კატასტროფა არის ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის.

„წარმოიდგინეთ, როდესაც გაქვს პრეტენზია, რომ ლეგიტიმური ხელისუფლება ხარ და ამ დროს დემოკრატიული მსოფლიოს პირველი სახელმწიფო ორივე დიდი პარტიის ერთდროული ინიცირებით განიხილავს იმას, რომ შენ საერთოდ არ გაღიაროს არა მარტო პრემიერ-მინისტრით, საპარლამენტო უმრავლესობით, არამედ საერთოდ არ გაღიაროს არცერთ ფორმაციაში. აქ საუბარია იმაზე, რომ ივანიშვილის არცერთი ხელისუფლება, არცერთი სხვადასხვა პოტენციურად გადასხვაფერებული მინისტრთა კაბინეტი, არცერთი მსგავსი ხელისუფლება, რომელიც ივანიშვილის ორბიტაზე იქნება, არასდროს იყოს აღიარებული. „ქართული ოცნების“ რეჟიმმა მიიტაცა სახელმწიფო და არჩევნები“, - განაცხადა გეგელიამ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე