IBSU-ს გრაფიკული დიზაინის საბაკალავრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გრაფიკული დიზაინის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის სრული აკრედიტაცია მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სამწლიანი პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტს განუვითაროს რთული გრაფიკული ამოცანების შემოქმედებითად, ფუნქციურად და კომპოზიციურად ამოხსნის უნარი.

„ასევე, საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს განუვითაროს ტექნიკური და პროფესიული უნარები, რათა შეძლოს მიღებული ცოდნის წარმატებით გამოყენება თანამედროვე გრაფიკული დიზაინის მოთხოვნების შესაბამისად.

გრაფიკული დიზაინის პროგრამაზე პირველკურსელებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2025 წლის სექტემბერში მიიღებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა