დიმიტრი პესკოვი - კრემლს დონალდ ტრამპის გუნდის მხრიდან ვლადიმერ პუტინთან კონტაქტის შესახებ თხოვნა არ მიუღია

კრემლს დონალდ ტრამპის გუნდის მხრიდან ვლადიმერ პუტინთან კონტაქტის შესახებ თხოვნა არ მიუღია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„არა, არავითარი თხოვნა არ ყოფილა. გასაგები მიზეზების გამო, მიზანშეწონილი იქნება, თუ ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავებას დაველოდებით“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დიალოგისთვის მზადყოფნა არაერთხელ გამოუხატავს.

„თუკი თანამდებობის დაკავების შემდეგ უმაღლეს დონეზე კონტაქტების განახლების შესახებ ტრამპის პოლიტიკური ნება შენარჩუნდება, მაშინ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი პუტინი ამას მხოლოდ მიესალმება“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები