ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა “რამშტაინის“ შემდეგ 2 მილიარდი დოლარის ღირებულების მხარდაჭერის პაკეტებს მიიღებს

უკრაინა “რამშტაინის“ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ დამატებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერის პაკეტებს მიიღებს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ 8 შესაძლო კოალიციაზეც ისაუბრა, რომელსაც მხარს 34 ქვეყანა უჭერს,

„ეს უკვე ქაღალდზეა. 34 ქვეყანა უკვე მხარს უჭერს ამ სტრატეგიულ კოალიციებს. ასე რომ, გასაგებია, რა არის ეს - ეს არის საჰაერო თავდაცვის კოალიცია, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა, IT კოალიცია, განაღმვითი, საზღვაო კოალიცია, ცა, არტილერია და ა.შ." , - განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი აძლიერებს უკრაინას.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე გუშინ გაიმართა. შეხვედრაზე კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინას 440 მილიონი კანადური დოლარის (305 მილიონ დოლარზე მეტი) ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო. თავის მხრივ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინას რაც შეიძლება მალე გადასცემს IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებით მართვად რაკეტებს. მისი თქმით, რაკეტები თავდაპირველად ბუნდესვერისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ წარმოებიდან პირდაპირ უკრაინაში გაიგზავნება. გარდა ამისა, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, ჰაერი-მიწა კლასის საბრძოლო მასალებს და დამხმარე აღჭურვილობას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები