სასამართლოსთან საპროტესტო აქციებზე დაკავებულების, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და იუმორისტ ონისე ცხადაძის მხარდასაჭერად ახლობლები და მსახიობები იკრიბებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციებზე დაკავებული 11 პირის, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და იუმორისტ ონისე ცხადაძის მხარდასაჭერად ახლობლები და მსახიობები შეიკრიბნენ.

პარალელურად სასამართლოში ჩანიშნულია პროცესი, სადაც ყველა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

სასამართლოში მყოფი მსახიობები აცხადებენ, რომ დაკავებული პირები ციხეში უსამართლოდ იმყოფებიან, ამიტომ, არსებული ვითარების ფონზე რთულია იმსჯელონ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს სასამართლო.

“არ მინდა რაღაცით თავი დავიიმედო, რადგან არ მაქვს ჯერ რაღაც მოლოდინი. ვნახოთ, რა იქნება. ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემთვის ანდრო ჭიჭინაძე არის მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ანდრო ჩემი თეატრის მსახიობია. ვიცი, რომ ის მხნედ არის და ყველაფერი კარგად იქნება, თავს ვიმშვიდებ”, - განაცხადა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

სასამართლოს დღევანდელ პროცესზე ყველა მათგანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები