ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა - პოლიციამ ერთ-ერთ რაიონში ხანძრის განზრახ გაჩენის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავა

ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლოს-ანჯელესის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურში აცხადებენ, რომ დაღუპულების იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის, რობერტ ლუნას განცხადებით, სტიქიის ბევრ ზონაში მისვლა ვერ ხერხდება და დაღუპულთა რაოდენობა “აბსოლუტურად შეიცვლება“. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იტონის ხანძრის შედეგად 4 000-5 000 ნაგებობა განადგურდა, პალისადის ხანძარმა კი - 5 300-ზე მეტი შენობა-ნაგებობა გაანადგურა.

Reuters-ის ცნობით, ევაკუაციის განკარგულება 180 000-მდე ადამიანისთვის გაიცა, 200 000-მა კი ევაკუაციის გაფრთხილება მიიღო.

მეხანძრეები ვენტურას ოლქში ხანძრის ახალ კერას ებრძვიან, რომელსაც კენეტის ხანძარი უწოდეს. კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კენეტის ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად დამატებით 900 მეხანძრე განალაგეს.

ლოს-ანჯელესის პოლიციამ განაცხადა, რომ დააკავეს მამაკაცი, რომელიც ქალაქის ვუდლენდ ჰილსის რაიონში ხანძრის განზრახ გაჩენის მცდელობაშია ეჭვმიტანილი.

სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ ძლიერმა ქარმა, შესაძლოა, ხანძარი კიდევ უფრო გააძლიეროს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში