ნანკა კალატოზიშვილი - ერთადერთი, რასაც ველოდები, ამ მოსამართლეების გასამართლებაა და დიდი იმედი მაქვს, ოდესღაც სამართალი იზეიმებს

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის პატიმრობაში დატოვებას სასამართლო სხდომაზე დამსწრე მსახიობები აფასებენ.

როგორც ნანკა კალატოზიშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ ქვეყანაში სამართალი აუცილებლად იზეიმებს.

“მე კარგს ამათგან არაფერს არ ველოდი. ერთადერთი, რასაც ველოდები, არის ამ მოსამართლეების გასამართლება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესღაც აქ მართლა იზეიმებს სამართალი”, - განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.

მსახიობ ეკა დემეტრაძის შეფასებით, ყველა ინსტიტუცია “ერთი კაცის ხუშტურებზეა მორგებული”. მისი თქმით, იმედი ჰქონდა, რომ ერთი მოსამართლე მაინც აიღებდა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას.

“ამ მანიაკებისგან ყველაფერს ველოდები უკვე. რა თქმა უნდა, იმედი მქონდა, რომ იქნებ ვინმეს გონება გაუნათდეს და რამე პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვხედავთ, უკვე რამდენი ხანია ვუყურებთ, რომ მანიაკების ხელში ვართ, ერთი ადამიანის ხუშტურებზე არის ყველა ინსტიტუცია, ყველაფერი ჩამოშლილია. ის მოსამართლეც არის ჩვეულებრივი მარიონეტი”, - აღნიშნა ეკა დემეტრაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ