Reuters - სლოვაკეთის დედაქალაქში რობერტ ფიცოს საწინააღმდეგო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში რობერტ ფიცოს საწინააღმდეგო აქციაზე ათასობით მომიტინგე შეიკრიბა.

როგორც "როიტერსი" წერს, ისინი პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს პრორუსობაში ადანაშაულებენ.

მომიტინგეები სლოვაკეთისა და ევროკავშირის დროშებს აფრიალებდნენ და ეჭირათ ბანერები წარწერებით: "სლოვაკეთი უკრაინის გვერდით" , "კმარა რუსეთი!" , "სირცხვილია".

"სლოვაკეთი ევროპაა, ჩვენ არ ვართ რუსეთი", - განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მედიასთან.

აქციის მონაწილეების პროტესტის მიზეზი გახდა გასულ თვეში პრემიერ ფიცოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა მოსკოვში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!