საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წეროვნის დევნილთა დასახლებაში საქველმოქმედო აქცია გამართა

ამ მადლს ჩვენი ოჯახები ვერ დაივიწყებენ. არის შემთხვევები, როცა გვეხმარებიან, მაგრამ საგანმანათლებლო სივრციდან არავის გამოუხატავს ემპათია. თქვენ ხართ პირველები და მადლობა ძღვენისთვის, გულისხმიერებისა და სიყვარულისთვის, - ასე გადაუხადა მადლობა ქველმოქმედებისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, წეროვნის დასახლებაში მცხოვრებმა, ახალგორიდან დევნილმა ნინო კახურაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, შობა-ახალიწლის ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ, დეკანის მოადგილეებმა, პროფესორებმა ლილი პეტრიაშვილმა, ნონა ოთხოზორიამ და ამავე ფაკულტეტის სტუდენტებმა თამარ ქოზაშვილმა და რომა კასაბურმა, ასევე, სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ წეროვანის დევნილთა დასახლებაში ორ მრავალშვილიან ოჯახს პირველადი დახმარების, პირადი ჰიგიენის ნივთები და პროდუქტი გადასცეს.

როგორც სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნაზი კუციავამ აღნიშნა, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი „ქალთა ასოციაციასთან“ ერთად, შობა-ახალი წლის ღონისძიებების ფარგლებში, საქველმოქმედო აქციებს ატარებს.

„დეკემბერ-იანვრის თვეში, წინა საახალწლო და საშობაო ღონისძიებათა ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საქველმოქმედო აქცია გავმართეთ გორისა და თბილისის, კერძოდ, გორის ხანდაზმულთა სახლში - “შენი თბილი კერა”, თბილისში, პანსიონატ „იმედის“ და გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცთა და უძლურთა სახლის მოხუცთა თავშესაფარში. ბენეფიციარებს გადავეცით მათთვის აუცილებელი პირველადი დახმარების და პირადი ჰიგიენის ნივთები, ასევე, საკვები. კალანდას წინა დღეებში კი წეროვანში ჩავედით, სადაც სოციალურად დაუცველთა ცეზარ და ავთანდილ ჟამურელების მრავალშვილიან ოჯახებს ჩავუტანეთ ნობათი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაცია“ და ფაკულტეტები, რექტორის ინიციატივის ხორცშესხმის მიზნით, კვლავ გააგრძელებს საქველმოქმედო აქციათა ციკლს“, - აცხადებს ნაზი კუციავა.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, საქველმოქმედო აქციათა ციკლში ჩართულნი არიან როგორც პედაგოგები, ასევე, სტუდენტები.

„მორიგი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში გადავწყვიტეთ წეროვანის დასახლებაში მრავალშვილიან ორ ოჯახს დავხმარებოდით. ძმებ ჟამურელების ოჯახებში 10 არასრულწლოვანი იზრდება. ისინი 2008 წლიდან ახალგორში ცხოვრობენ. ავთანდილ ჟამურელის და ნინო კახურაშვილის 5 შვილიდან უფროსი 16 წლისაა, უმცროსები, ტყუპები - სამის, ხოლო ცეზარისა და გვანცა კაპარაშვილის ოჯახის უფროსი შვილი 14-ის, უმცროსი კი 5 წლისაა. ამ ბავშვების თვალებში აღბეჭდილი სიხარულისთვის მინდა რექტორს, თითოეულ კოლეგას, სტუდენტს, „ქალთა ასოციაციას“ მადლობა გადაგიხადო, მათ გარეშე ნამდვილად ვერ შევძლებდით საქველმოქმედო აქციათა ციკლის განხორციელებას“, - განაცხადა თალიკო ჟვანიამ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უნივერსიტეტი რეგულარულად ზრუნავს ჩვენი საზოგადოების ისეთ მოწყვლად ჯგუფებზე, როგორიც არიან მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები თუ სოციალურად დაუცველი ოჯახები.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში