ირაკლი დგებუაძე - არცერთი დაკავებულის და მოქალაქის მიმართ რაიმე უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია - სასამართლოში გავარკვევთ

არცერთი დაკავებულის და არცერთი მოქალაქის მიმართ რაიმე უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსმა ირაკლი დგებუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, სასამართლოში მტკიცებულებებს წარადგენს.

“რაიმე მსგავსი მტკიცებულება არსებობს ჩემს მიმართ?- გულწრფელად რომ გითხრათ, გუშინდელ ფაქტებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში ისეთი ბრალდებები მოვისმინე, გაოცებული ვარ ადამიანების კრეატიულობით. კონკრეტული პირის დაკავების კადრები არსებობს, სრული უწყვეტი კადრია, ჩემი შენობიდან გამოსვლის, მასთან კომუნიკაციის და შემდეგ ქმედების. ზოგიერთი ადამიანი ფორმულირებას აძლევს, იგონებენ რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საგამოძიებო უწყებაში ყველა დაკავებულთან უფლებადამცველები და სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყვნენ. აქციის მონაწილეების მხრიდან არაერთი შეურაცხყოფა იყო პოლიციელების მიმართ, მტკიცებულებებს სასამართლოში წარვადგენთ. მარტივი და ცალსახა პასუხი მაქვს, არცერთი დაკავებულის და არცერთი მოქალაქის მიმართ რაიმე უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მათი მხრიდან ცალსახა რადიკალური დამოკიდებულებებს, ლანძღვა გინებას სისხლის სამართლის დანაშაულო დაემატა, რასაც სასამართლოში გავარკვევთ. თუ მოხდა რაიმე სამართალდარღვევა ნებისმიერი პირის მხრიდან, პოლიცია რეაგირებას მოახდენს, მოგვმართონ კონკრეტული მტკიცებულებებით”, - აცხადებს ირაკლი დგებუაძე.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და ბათუმში დაკავებული 10 მოქალაქე მოინახულეს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ხუთი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა