„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

14 იანვარს, ჯვრის მონასტრის მიმდებარედ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალურ მილსადენზე, დაზიანების აღდგენით სამუშოებს ჩაატარებს, რის გამოც, გარკვეულ უბნებს წყალმომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე განმარტებით, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები ხვალ, 14 იანვარს, დილის 10:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

„14 იანვარს, ჯვრის მონასტრის მიმდებარედ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალურ მილსადენზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, დაზიანების აღდგენითი, გადაუდებელი სამუშოები ჩატარდება.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ადგილზეა მობილიზებული და ქსელის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები ხვალ, 14 იანვარს, დილის 10:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, 14 იანვარს, დილის 10:00 საათიდან ღამის 23:59 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში: მაყაშვილის აღმართს, კოსტავას I და II შესახვევებს, ვარაზის ხევს, პოლიკარპე კაკაბაძის, ძმები კაკაბაძეების, ზალდასტანიშვილის, ზანდუკელის, გაბაშვილის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, კერესელიძის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, კოტე მახარაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, სოფიკო ჭიაურელის, თუმანიშვილის, მელიქიშვილის, ღამბაშიძის, მედეა (მზია) ჯუღელის, ხორავას, შანიძის, ბაქრაძის, გაბუნიას, რჩეულიშვილის, ჯაფარიძის, ჟვანიას, ბელინსკის, ვაშლოვანის, კობახიძის, მესხიას, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, რუსთაველის, გუდიაშვილის, ვაჩნაძის, გრ. აბაშიძის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, მთაწმინდის, ყიფიანის, ბესიკის, შევჩენკოს, ჟორდანიას, ინგოროყვას, ჭონქაძის, ამაღლების, ლეონიძის, ლერმონტოვის, სულხან-საბას, მაჩაბლის, ტაბიძის, დადიანის, თარხნიშვილის, ჯანაშიას, ტატიშვილის, მილორავას, მაჭავარიანის, ნიშნიანიძის, წავკისის, შინდისის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, 9 აპრილის, ჩაიკოვსკის, ქუთათელაძის, მოსიძის, ბროსეს და მიმდებარე ქუჩებს; თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილს, ჯამბულის ქუჩას და შესახვევს, ოქროყანას.

კრწანისის რაიონში: პუშკინის, აბესაძის, ასათიანის, ბეთლემის, გომის, ჯიბლაძის, სამღებროს, გორგასლისა და მიმდებარე ქუჩებს, ღვინის აღმართს, პურის მოედანს, კოტე აფხაზისა და ორთაჭალის ნაწილს.

საბურთალოს რაიონში: ბოლქვაძის, დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, იყალთოს, ლიხაურის, ჩიქოვანის, ალექსიძის, ბოჭორიშვილის, მიროტაძის, მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ტაშკენტის, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, ქანთარიას, დარასელიას, ოჩამჩირის, არშბას, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ლვოვის, ოდესის, გელოვანის, სხირტლაძის, აბაშიძის, ზემო ვეძისის, ჭაბუკიანის, ცინცაძის, ტანძიის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, გამრეკელის, ბაგრატიონის, ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელ-ციციშვილის, შევარდენიძის, თამარაშვილის, ქუთათელის, დავითაშვილის, წულაძის, ოდიშელიძის, აფაქიძის, ხვიჩიას, კვერნაძის, ბერბუკისა და მიმდებარე ქუჩებს. 26 მაისის მოედანს, ნასიძის, დავარის, ფარნავაზ მეფის, კოსტავას, უნივერსიტეტისა და ლორთქიფანიძის ქუჩების ნაწილს. ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს.

ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ჯანაშვილის, სვანიძის, ქუთათელაძის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, შატბერაშვილის ხევი, მარაბდის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, აბაშელის, რაზმაძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, მიშველაძის, ერისთავის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, ბაზალეთის, აბაშიძის, ამირეჯიბის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, საჯაიას, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, არეშიძის, ატენის, შროშის, ყიფშიძის, მიქელაძის, წყნეთისა და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის, ბალანჩინის, ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, დისევის, ბელიაშვილის შესახვევის N12, ბელიაშვილის N40 და ბელიაშვილის II ჩიხს, გივი ჟვანიას ქუჩასა და ჩიხს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებ-გვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში