ირაკლი კუპრაძე - მიყუჩებულმა თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვიტა, იძალადოს ბათუმში მოქალაქეებზე - პასუხისმგებლობის აღება ასევე მოუწევს აჭარაში არსებულ ე.წ. ხარებებს - ბესელიას და დგებუაძეს, რომლებიც ატერორებენ მოქალაქეებს

ჩვენ ვხედავთ, რომ მიყუჩებულმა თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვიტა, იძალადოს ბათუმში მოქალაქეებზე - პასუხისმგებლობის აღება ასევე მოუწევს აჭარაში არსებულ ე.წ. ხარებებს - ბატონ ბესელიას და დგებუაძეს, რომლებიც ატერორებენ არა მხოლოდ ბათუმის მოქალაქეებს, არამედ სამართალდამცველებს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ბათუმში, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმში დაკავებულთა შორის არიან მათი კოალიციის წევრები - ვაჟა დარჩია და ლუკა ნაცვლიშვილი.

ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

ის ასევე ამბობს, რომ ეს ბრძოლა და წინააღმდეგობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

„ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი გადავიდა ხელისუფლების მიტაცების უმძიმეს ეტაპზე, სადაც დაიწყო საქართველოს მოქალაქეების დასახიჩრება, დარბევა, უკანონო დაკავება. ჩვენ ვხედავთ, რომ მიყუჩებულმა თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვიტა, იძალადოს ბათუმში მოქალაქეებზე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მასიურად, უკანონოდ, ძალადობრივად დააკავეს ბათუმში სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები, ქალები. ჩვენი კოალიციის ორი ძალიან მნიშვნელოვანი წევრი და ადგილობრივი ლიდერი ამჟამად არის დაკავებული - ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია და „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ლიდერი, ახალგაზრდა პოლიტიკოსი ლუკა ნაცვლიშვილი. ჩვენ მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

პარალელურად, ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ სანქციები იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უკან დაახევინებს ძალადობრივ ხელისუფლებას. თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში თუნდაც, ვერც კი ბედავდა, რომ „ქოცური“ განცხადებები ეკეთებინა, მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. მოუწევს ასევე პასუხისმგებლობის აღება აჭარაში არსებულ ე.წ. ხარებებს - ბატონ ბესელიას და დგებუაძეს, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში ატერორებენ არა მხოლოდ ბათუმის მოქალაქეებს, არამედ ბათუმში მყოფ სამართალდამცველ პირებს. სამართალდამცველებს, რომელთაც აყრილი აქვთ ღირსება ბესელიას და დგებუაძის ხელმძღვანელობით. ფაქტობრივი მოცემულობა კი არის ის, რომ დღეს სამართალდამცავ უწყებებს აჭარაში მართავს თორნიკე რიჟვაძის მამა, დათო რიჟვაძე,“ - განაცხადა კუპრაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში