მუხროვანის ინციდენტთან დაკავშირებით დღეს სამ პირს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა
მუხროვანის ინციდენტთან დაკავშირებით დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა სამ პირს შეუფარდა.
;როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდლის კობა კობალაძის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, სასამართლომ კობალაძის და ორთაჭალაში განლაგებული რეინჯერების უფროსის ზაზა მუშკუდიანის საქმეები ერთად განიხილა. მანამდე სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა სპეცდანიშნულების რაზმ ~დელტას~ ყოფილ მეთაურს გია ღვალაძეს. მისი საქმე სასამართლომ ცალკე განიხილა.
;გელა ნიკოლაიშვილის ცნობით, კობალაძეს და ღვალაძეს ბრალი 315-ე მუხლით ედებათ, რაც ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხების მომზადებას გულისხმობს. კობალაძე დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ სააკაშვილის პირადი პატიმარია.
;რაც შეეხება მუშკუდიანს, მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
;აღნიშნული პირები 5 მაისს დააკავეს. საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.
;

























