რობერტ ფიცო ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისკენ მოუწოდებს

რობერტ ფიცო ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე, რობერტ ფიცოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მინდა მთელი ყურადღება გაზის ტრანზიტის შეჩერებასთან დაკავშირებული ვითარების მოგვარებაზე გავამახვილო. დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის განზრახვა არ მაქვს“, - წერს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილს უგზავნის, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეჩერება სლოვაკეთს, თავად უკრაინასა და ევროკავშირს ზიანს აყენებს და ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს ხელს არ უწყობს.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს შეხვედრას სლოვაკეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს სთავაზობს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე უკრაინა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპაში „მათხოვრობს“ და „სხვებს აშანტაჟებს“. რობერტ ფიცოს განცხადებას მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტით გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით ფიცოს დახმარება შესთავაზა, თუმცა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ