რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა

რუსებმა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა, ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა ჟიტომირის, კიევის, ჩერნიგოვის, სუმის, პოლტავას, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.

დრონები დაფიქსირდა სუმის, ჩერნიგოვის, კიევის, პოლტავას, ოდესის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, კიროვოგრადის და მიკოლაივის ოლქებში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო