ქუთაისის უნივერსიტეტსა და აშშ-ის „უესტკლიფის უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის უნივერსიტეტსა და კალიფორნიის შტატის „უესტკლიფის უნივერსიტეტს“ (აშშ) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„მემორანდუმი ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, ერთობლივი ინგლისურენოვანი პროგრამების და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. უესტკლიფის კერძო უნივერსიტეტი 1993 წელს დაარსდა. უესტკლიფის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, განათლების, ტექნოლოგიებისა, აიტი ინჟინერიის და დასავლეთის სახელმწიფო სამართლის კოლეჯებისგან. უნივერსიტეტი გამოირჩევა ინოვაციური სწავლის მიდგომებით და სწავლის მაღალი ხარისხით. მათი გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქუთაისის უნივერსიტეტის შემდგომი განვითარებისთვის“ - ნათქვამია ქუთაისის უნივერსიტეტის ინფორმაციაში.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა