ევროკომისარი მარტა კოსი - დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იანვრის ბოლოს მიიღებენ

კომისიამ უკვე შეაჩერა 100 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსება, რომელიც პირდაპირ იყო განკუთვნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის და ჩვენ თანხების შემდგომი გადანაწილების შესაძლებლობას განვიხილავთ, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა.

„საქართველოში არსებული ვითარება მკაფიო შეხსენებაა იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა ადვილი არ არის და შესაძლოა, შემაფერხებელ ფაქტორებს ადგილი ჰქონდეს და აქვს კიდეც. ვწუხვარ, რომ ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციისგან დაშორებას აგრძელებს. ევროინტეგრაციის მიმართ ქართველი ხალხის არჩევანი კონსტიტუციაშია დაფიქსირებული და ისინი ყოველ ღამით ქუჩებში გამოდიან, რადგან მისი შენარჩუნება ნამდვილად სურთ. ხელისუფლების ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა მარტა კოსმა.

მისი თქმით, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იანვრის ბოლოს მიიღებენ.

„კომისიამ უკვე შეაჩერა 100 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსება, რომელიც პირდაპირ იყო განკუთვნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის და ჩვენ თანხების შემდგომი გადანაწილების შესაძლებლობას განვიხილავთ. ასევე, ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ საქართველოსთან ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერებასთან დაკავშირებით, რათა საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნები დავაწესოთ. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ შეთავაზებას იანვრის ბოლოს უყრიან კენჭს. იმავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას. მათთვის უკვე 8.5 მილიონი ევროა გამოყოფილი. ასევე, მზად ვართ დამატებით 7 მილიონი ევრო საკომუნიკაციო საქმიანობისთვის გამოვყოთ და ჩვენ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ჩვენი საპასუხო რეაქცია უნდა გავაძლიეროთ“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო