გიგა ლემონჯავა - რამდენიმე დღეში იარსებებს დოკუმენტი, რომლის გარშემოც უნდა შედგეს სამოქალაქო კონსენსუსი, რა წესით უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები

დღევანდელი შეხვედრის მერე ძალიან მკაფიო გახდა, რომ ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად იარსებებს შეთანხმება როგორც პოლიტიკურ ჯგუფებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას შორის, - ამის შესახებ პარტია "დროას" წევრმა გიგა ლემონჯავამ მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლემონჯავას თქმით, ქვეყანაში აუცილებლად ჩატარდება ახალი არჩევნები და ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოშორდება.

"ამ ქვეყანაში აუცილებლად შედგება ახალი არჩევნები და ამ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად ჩამოშორდება ხელისუფლებას. ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, როგორ და რა წესით ჩატარდება ეს არჩევნები.

არ არსებობს საკითხი ოპოზიციურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას შორის, რომელთან დაკავშირებითაც ვერ შედგება კონსენსუსი. დღევანდელმა შეხვედრამ ესეც დაადასტურა კიდევ ერთხელ, ყველა საკითხზე შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა.

ძალიან მალე, რამდენიმე დღეში იარსებებს დოკუმენტი, რომელზეც იარსებებს ფართო პოლიტიკური, ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომლის გარშემოც უნდა შედგეს, რაც მთავარია სამოქალაქო კონსენსუსი, რა წესით უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ შეხვედრის მერე ძალიან მკაფიო გახდა, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად იარსებებს შეთანხმება როგორც პოლიტიკურ ჯგუფებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას შორის", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს