ნათია კუპრაშვილი - რაც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით გააკეთეს ბათუმში, იმას უკეთებენ მთლიანად ქვეყანას, პროვოცირებენ საზოგადოებას, რომ სილა გააწნას, მერე კი სამაგალითოდ დასაჯონ - „ოცნება“ მუშაობს დიქტატურის გაფორმებაზე

რაც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით გააკეთეს ბათუმში, იმას უკეთებენ მთლიანად ქვეყანას. პროვოცირებენ საზოგადოებას, რომელიც პროტესტზეა იმისათვის, რომ საზოგადოებამ სილა გააწნას და შემდეგ სამაგალითოდ დასაჯონ, - ამის შესახებ „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორმა, ნათია კუპრაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

ნათია კუპრაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ძალიან მწყობრი ნაბიჯებით მუშაობს დიქტატურის გაფორმებაზე“.

„არაფერი მოულოდნელი არ იყო იმაში, რაც ბათუმში მოხდა. ყველამ ვიცოდით, რომ „ბათუმელები“ იყო სამიზნე. ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ მედიები არიან სამიზნე, ჩემმა კოლეგებმა იციან სიები, ვინ არის საცემი, დასაჭერი, ვის რა უნდა გაუკეთონ. ჩვენ ვხედავთ, რომ „ოცნება“ მუშაობს დიქტატურის გაფორმებაზე, ამას აქვს ძალიან მწყობრი ნაბიჯები, ზუსტად იცის, რას აკეთებს და მიყვება ამ მწყობრ ნაბიჯებს.

მე აღარ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი წყვეტდეს რამეს, მე მგონია, რომ კრემლს აქვს თავიდან ბოლომდე აღებული მართვა იმისა, რაც ხდება ახლა ქვეყანაში. შიგნით უკვე აღარ მიიღება გადაწყვეტილებები. მზია ამაღლობელთან დაკავშირებით რაც გააკეთეს ბათუმში, იმას უკეთებენ მთლიანად ქვეყანას. პროვოცირებენ საზოგადოებას, რომელიც პროტესტზეა იმისათვის, რომ მერე ამ საზოგადოებამ სილა გააწნას და შემდეგ სამაგალითოდ დასაჯონ. საბოლოო ჯამში კი დაამყარონ ის, რისი დამყარებაც უნდათ, ანუ ამ ქვეყნის კრემლისგან სრული კონტროლი, სრული დიქტატურა. ბათუმში იყო მინი მოდელი, რასაც აპირებენ. გამოუშვეს ადამიანი გარეთ, დაუჭირეს ახლობლები, აგინეს, ყველაფერი აკადრეს და შემდეგ თურმე სილა გააწნა მზიამ მარცხენა ხელით.

პოლიციელის მუნდირში ჩაცმული ადამიანი რომ გამოგიშვებს იმისთვის, რომ შენი ახლობელი გვერდით დაგიკავოს, მერე რომ გაგინებს, არ ცემ, ვინმე ხელს არ შეაბრუნებს? - მე მსგავს სიტუაციაში ვყოფილვარ მიხეილ სააკაშვილის დროს, როცა ვიცე-გუბერნატორი ასე მიწყობდა პროვოკაციებს და იქ რომ არ აღმოჩენილიყო ჩემი ქმარი, მეც დავარტყამდი ხელს. ისეთი მომზადებულები იყვნენ, იმ წუთას აღძრეს საქმე ჩემს წინააღმდეგ, როცა მკლავდა ის ადამიანი.

ქალები ურტყამენ ხელს, შუშანიკმა სახეში შეალეწა ჭიქა ჯოჯიკის სახლობას, ხოლო მარიამ დედოფალმა ლაზარევს ხანჯალი გაუყარა და მერე ტყვიაც დაახალაო ამბობენ. ეს არის ქართველი ქალის მოქცევა, როცა ვიღაცას უნდა, რომ ღირსება აგყაროს“, - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს