სამხრეთ კორეის იმპიჩმენტირებული პრეზიდენტი დააკავეს

სამხრეთ კორეის იმპიჩმენტირებული პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი გამომძიებლებმა მეორე მცდელობის შემდეგ დააკავეს, - ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის აღსრულებისთვის იუნ სუკ ოილის რეზიდენციასთან პოლიციამ დაახლოებით 1000 ოფიცერი განათავსა.

იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეკრებული მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ პოლიციას იუნ სუკ იოლის დაკავების საშუალებას არ მისცემდნენ.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა იუნ სუკ იოლის დაკავება რამდენიმე დღის წინაც სცადეს, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც სასამართლომ დაკავების ორდერის ვადა გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო იუნ სუკ იოლს 14 დეკემბერს იმპიჩმენტი გამოუცხადა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გადააყენოს ის პრეზიდენტის პოსტიდან თუ თანამდებობაზე აღადგინოს. იმპიჩმენტის საკითხზე სასამართლო პროცესი გუშინ დაიწყო, თუმცა იუნ სუკ იოლი სასამართლოში არ გამოცხადდა და პროცესი დაწყებიდან რამდენიმე წუთში გადაიდო. საომარი მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით იუნ სუკ იოლს ბრალი ამბოხებაში ედება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ