ირანის პრეზიდენტი - ირანს დონალდ ტრამპის მკვლელობა არასდროს დაუგეგმავს

ირანს დონალდ ტრამპის მკვლელობა არასდროს დაუგეგმავს, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, გეგმავდა თუ არა ირანი საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობას, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ „არა“.

„არა. ჩვენ ეს არასდროს გვიცდია და ამას არც არასდროს გავაკეთებთ. ირანს ვინმეს მკვლელობა არასდროს უცდია და დაუგეგმავს. ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც მე ვიცი“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დიალოგისთვის მზად არის.

„პრობლემას დიალოგი არ წარმოადგენს. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ რის შესახებაც არ უნდა ვისაუბროთ, ისინი ხელისუფლების დამხობას ცდილობენ და არა პრობლემების მოგვარებას“, - აღნიშნა მასუდ ფეზეშქიანმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე