შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოში განვითარებული მოვლენები შემაშფოთებელია, მხარს ვუჭერთ იმ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან

საქართველოში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია, შვედეთი მხარს უჭერს იმ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა ქვეყნის პარლამენტში (რიქსდაგი) საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა.

„საქართველოში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. 2024 წელს რამდენიმე კანონი იქნა მიღებული, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობასა და ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას ზღუდავს. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დამკვირვებლებმა, მათ შორის ეუთო-ს დამკვირვებლებმა, დარღვებების შესახებ განაცხადეს. 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ პარტია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლამდე არ აპირებს და ასევე, იმავე პერიოდში ევროკავშირის ყველა ფინანსურ მხარდაჭერაზე უარის თქმას აპირებს. აღნიშნულმა განცხადებამ საქართველოში მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია. რამდენიმე შემთხევაში, ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენება მოხდა“, - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, მთელი ამ დროის განმავლობაში შვედეთი ევროკავშირს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ თავისი პოზიციის მკაფიოდ გამოხატვისკენ მოუწოდებდა.

„შვედეთი ევროკავშირს მოუწოდებდა ამ მოვლენებთან დაკავშირებით თავისი წინააღმდეგობრივი პოზიცია მკაფიოდ გამოეხატა. საქართველოს საკითხი ბოლოს 16 დეკემბერს ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნა განხილული. იქ ხაზგასმით აღვნიშნე, რომ შვედეთი მხარს უჭერს იმ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან. ასევე, ხაზი გავუსვი საქართველოსთვის განკუთვნილი ევროკავშირის დაფინანსების გაყინული ფონდიდან საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის თანხების გადანაწილების მნიშვნელობას. ასევე, ევროკომისიის მიერ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობის შესახებ დამატებითი ანალიზი მოვითხოვე, რადგან ეს მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება, რომ არ შეიძლება ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობების უპირატესობებით ისარგებლო, როცა აღებულ ვალდებულებებს არ იცავ. მივესალმები იმ ფაქტს, რომ კომისიამ ასეთი წინადადება წამოაყენა“, - აღნიშნა მარია მალმერ სტენერგარდმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს