ოპოზიციური პარტიების წევრები სამუშაო შეხვედრას მართავენ, სადაც ახალი არჩევნების შესახებ დოკუმენტის საკითხებზე იმსჯელებენ

ოპოზიციური პარტიების წევრები სამუშაო შეხვედრას მართავენ, სადაც ახალი არჩევნების შესახებ დოკუმენტის საკითხებზე იმსჯელებენ.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, მიუხედავად „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობისა, მათ ქვეყანაში პროტესტებისა და საგარეო წნეხიდან გამომდინარე არჩევნების ჩანიშვნა მაინც მოუწევთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა შესაძლო გეგმა მზად ჰქონდეთ.

„კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, მსჯელობის საგანია არჩევნების ფორმის საკითხიც, რადგან როგორც ელექტრონული მეთოდით, ისე ძველი სტილით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები არსებობს.

„პროდასავლურმა ოპოზიციამ განვაახლეთ დოკუმენტზე მუშაობა, რომელიც ახალი არჩევნების შესახებ დოკუმენტის მომზადებას ისახავს მიზნად. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ვიყავით გუშინ, რომ შევთანხმდეთ ახალი არჩევნების ჩატარების კონკრეტულ საკითხებზე. „ქართულ ოცნებას" სანქციებისა და პროტესტის ფონზე მოუწევს დათანხმდეს, ამიტომ ჩვენ გეგმა მზად უნდა გვქონდეს, რომ "ქართულ ოცნებას" სხვა გამოსავალი არ ჰქონდეს.

დოკუმენტი მოიცავს ახალი არჩევნების სტრატეგიას, არჩევნების ფორმას, ასევე ვიმსჯელებთ, რა კანონები უნდა გაუქმდეს, რომელიც ხელისუფლებამ ძალაუფლების გაძლიერებისთვის შემოიღო. არჩევნები ელექტრონული იქნება თუ ძველი სტილით ჯერ კიდევ მსჯელობის საკითხია, რადგან პირველ შემთხვევაში საზოგადოებას ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ნდობა დაკარგული აქვს, ასევე რუსების ჩარევის საშიშროებაც არსებობს, ძველ სტილს რაც შეეხება არსებობს კითხვის ნიშნები, რომლებიც უნდა გადავაზღვიოთ. საბოლოო შედეგი რამდენიმე დღეში იქნება",- განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები