ირაკლი კუპრაძე - „შარლ მიშელი 2“ არ იქნება - იქნება მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში, იმ პირობებში, როცა იქნებიან პოლიტპატიმრები გათავისუფლებულები

იმისთვის, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს სამართლიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს - მთავარი, საწყისი წერტილი ცვლილებებისთვის იქნება პოლიტიკური ნება და კრიზისის მიერ გამოწვეული იძულება „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილისა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „შარლ მიშელი 2“ არ განმეორდება.

„პროდასავლური ოპოზიცია ერთობლივად, კოორდინირებულად საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან ერთად მთავარ, ძირითად საკითხებზე ვმუშაობთ. ეს არის ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და შესაბამისი, სწრაფი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ინსტიტუტებთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ ეს არჩევნები სამართლიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. მთავარი, საწყისი წერტილი ცვლილებებისთვის იქნება პოლიტიკური ნება და კრიზისის მიერ გამოწვეული იძულება „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილისა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს. სხვა მხრივ, ჩვენ მათთან რაიმე ტიპის საპარლამენტო, საკომიტეტო, რეფორმების ჯგუფში ჩართულობას არ ვაპირებთ. ეს არის გამორიცხული. „შარლ მიშელი 2“ არ იქნება. იქნება მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში, იმ პირობებში, როცა იქნებიან პოლიტპატიმრები გათავისუფლებულები. ეს ორი მოთხოვნა უცვლელი რჩება. მნიშვნელოვანი და მთავარია, რომ უპრეცედენტოდ ქართული, პროდასავლური ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი არიან ერთიანები, კონსოლიდირებულები და ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ. მათ შორის, საერთაშორისო ველზეც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა კუპრაძემ.

გარდა ამისა, კუპრაძე ჟურნალისტებთან საუბრისას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ბოლო ძალისხმევა ზეწოლისთვის გამოიყენოს“.

„მე ახლახან დავბრუნდი ბათუმიდან. ბათუმში არის უმძიმესი პოლიტიკური ვითარება. ქუჩებში ძალადობა და ეს ძალადობა არის სანქცირებული, დაშვებული და შეკვეთილი ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. მას აჭარაში ჰყავს ჩინური „ხარებები“, ვინმე ბესელია, დგებუაძე, რომლებიც რეალური ხელმძღვანელებიც არ არიან, მათ ხელმძღვანელობს თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე, რომელიც ყოველდღიურად ძალადობს - აქტივისტებზე, საჯარო მოხელეებზე, რიგით მოქალაქეებზე.

ჩვენ გვესმის ნათლად, რომ „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ცდილობს ბოლო ძალისხმევა ზეწოლისთვის გამოიყენოს. მათ შორის, თავდასხმა მოხდა გიორგი გახარიაზე, რასაც კატეგორიულად ვგმობთ და სოლიდარობას ვუცხადებთ, მალე გამოჯანმრთელება მას. საჯაროდ, როგორც დასახელდა დიმიტრი სამხარაძის, გიორგი მანველიძის მხრიდან თავდასხმა - გიორგი გახარიაზე, ზვიად ქორიძეზე [მოხდა], რომელიც არის სრული კოლაფსის მაჩვენებელი „ქართულ ოცნებაში“, - აღნიშნა კუპრაძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს