ზვიად ქორიძე - “მაესტრო” დიმიტრი სამხარაძე იყო, მან გადაწყვიტა, რომ ძალადობის აქცია მოეწყო, „შეფის“ იმიჯით სარგებლობდა - ნახევარი საათის შემდეგ ჩავედი ფოიეში, ყველაფერი რაც მნიშვნელოვანი ნივთმტკიცება იქნებოდა საქმისთვის, ალაგებული იყო

მთავარი “მაესტრო” დიმიტრი სამხარაძე იყო, მან გადაწყვიტა, რომ ძალადობის აქცია მოეწყო. ის „შეფის“ იმიჯით სარგებლობდა - მისი მხრიდან ფიზიკური შეხება არ ყოფილა, მაგრამ გამოირჩეოდა სიტყვიერი შეურაცხყოფით და ძალადობის მართვით, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონული ოფისების ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ „პალიტარნიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ბათუმში სასტუმრო "შერატონში" მასზე თავდასხმის დეტალებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ზვიად ქორიძემ აღნიშნა, მასზე თავდამსხმელები დაკავშირებულები არიან დიმიტრი სამხარაძესთან.

„დაახლოებით ათამდე პირი მახსოვს, საიდანაც ორის ამოცნობა არ გამჭირვებია და ორივე ადამიანი გამოძიებას დავუსახელე, ერთი დიმიტრი სამხარაძე და მეორე გიორგი მანველიძე. ეს ორი ადამიანი ამოცნობადია, სხვა არ ვიცი. ძალიან გამიჭირდება მათი დასახელება, თუ რატომ აღმოჩნდნენ და რა ინტერესი ჰქონდათ. ფაქტია, რაღაც ფორმით არიან დაკავშირებულები დიმიტრი სამხარაძესთან. მთავარი „მაესტრო“ ამ ჯგუფის, დიმიტრი სამხარაძე იყო, მან გადაწყვიტა ეს ძალადობის აქცია მოეწყო, ისინი აჰყვნენ, მათი „შეფის“ იმიჯით სარგებლობდა ის, იქ. პირდაპირ ყვიროდა ნახეთ როგორ გვაგინებს და ასე შემდეგ, მოუწოდებდა იმ ხალხს დაძრულიყო იმ ადგილისკენ, სადაც მე ვიჯექი.

კონკრეტული ადამიანი არ ვიცი, რომელიც ჩემგან მარჯვნივ მომეპარა და დამარტყა საგანი, რომლითაც გარკვეული დაზიანება მივიღე საფეთქლის არეში. ეს ადამიანი ასრულებდა მის დავალებას, სამხარაძეს თავად ხელი არ გაურტყამს. მოდიოდა და იმ სავარძელს, რომელზეც მე ვიჯექი ფეხს ურტყამდა, ის ხომ სავარძლების ცემის მანიით არ არის შეპყრობილი. იმიტომ იქნევდა ფეხს, რომ მე მიქნევდა. მისი მხრიდან ფიზიკური შეხება არ ყოფილა, მაგრამ გამოირჩეოდა სიტყვიერი შეურაცხყოფით და ძალადობის მართვით“, - აღნიშნა ქორიძემ.

როგორც ქორიძემ განმარტა, მასზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ფოიეში დალაგებული დახვდა ის მაგიდა, სადაც თავდამსხმელები ისხდნენ, რაც მნიშვნელოვანი ნივთმტკიცება იქნებოდა საქმისთვის.

„გუშინაც გამოვთქვი პროტესტი, რაზეც მიმაჩნდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნივთმტკიცება იყო კონკრეტულად ჩემს ისტორიაში. როდესაც ჩამოვედი ნახევარი საათის ინტერვალის შემდეგ დაბლა, ფოიეში, დავინახე, რომ ორი მაგიდა, სადაც ის პირები ისხდნენ, რომლებიც სამხარაძის დანაშაულებრივ ჯგუფში აღმოჩნდნენ, ამ ადამიანების მაგიდაზე სასმელი იყო, მისაყოლებელი, ჭიქები, ყველაფერი რაც მნიშვნელოვანი ნივთმტკიცება იქნებოდა საქმისთვის ალაგებული იყო. მგონია, ერთ-ერთი სერიოზული დარღვევა იყო, რომელიც ჩაიდინა სასტუმრომ თვითნებურად, თუ გამოძიების დავალებით“, - აღნიშნა ქორიძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს