დევიდ მაკალისტერი - ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო იყო, ჩვენ არ ვცნობთ მთავრობას და არ ვცნობთ პრეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილი კვლავაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია

ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო იყო, ჩვენ არ ვცნობთ მთავრობას და არ ვცნობთ პრეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილი კვლავაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია. ის არის საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში, სანამ ახალი არჩევნები გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ჩატარდება,- ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მაკალისტერი ზურაბიშვილს დემოკრატიული წინააღმდეგობის სახეს უწოდებს.

„ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო იყო. ჩვენ არ ვცნობთ მთავრობას და არ ვცნობთ პრეზიდენტს.

[რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს], მე მქონდა პატივი შევხვედროდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს რამდენიმე წლის წინ თბილისში. ის შთამბეჭდავი პიროვნებაა. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის 18 დეკემბერს საქართველოში დემოკრატიული წინააღმდეგობის სახე გახდა, მან ევროპარლამენტს ძლიერი სიტყვით მიმართა, სადაც კომენტარი გააკეთა საპროტესტო მოძრაობაზე, რომელმაც საქართველო მოიცვა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მან აღნიშნა: „გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ ვგრძნობთ, რომ 1921 წელს დავბრუნდით, რადგან სცენები მეორდება“. სწორედ ამით აიხსნება ის სიმამაცე და მონდომება, რომლითაც დღეს ქართველი ხალხი რეაგირებს. ისინი ხედავენ იმას, რაც ხდება, როგორც მათი თავისუფლების, მომავლის და გარკვეულწილად მათი დამოუკიდებლობის დაკარგვა.

„ქართული ოცნება“ მიზნად ისახავს ამ პოლარიზაციის გაღვივებას რიტორიკით, რომელიც თავს მშვიდობისა და ტრადიციული ფასეულობების დამცველად წარმოაჩენს, ხოლო ოპონენტებს ე.წ. „გლობალური ომის პარტიის“ სახელით მოქმედი სახელმწიფოს დამნაშავეებად და მტრებად აქცევს.

არ შევცდეთ: სალომე ზურაბიშვილი კვლავაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია. ის არის საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში, სანამ ახალი არჩევნები გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ჩატარდება, რომელსაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია გამართავს, უზრუნველყოფს ჭეშმარიტად სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს.“,- განაცხადა მაკალისტერმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს