გიორგი ვაშაძე - დავოსში არავინ ელოდება, კობახიძეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური სამყარო არ ცნობს - „ქართულ ოცნებას“ არსად არავინ დაპატიჟებს

„ქართულ ოცნებას“ არსად არავინ დაპატიჟებს, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ეხმაურება ინფორმაციას, რომ საქართველო 2025 წელს არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ვაშაძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური სამყარო არ ცნობს, რაც არის მისი არალეგიტიმურობის დასტური.

„ეს არის კიდევ ერთი დასტური მათი არალეგიტიმურობის. არალეგიტიმურ მთავრობებს, რომლებიც ხალხის ნებას არ გამოხატავენ, დავოსში არავინ ელოდება და არც ერთ ინვესტორს მათთან საუბარი არ უნდა, ამიტომ არის, რომ კობახიძეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური სამყარო არ ცნობს. ეს არის არალეგიტიმურობის დასტური, რომ კობახიძე არის არალეგიტიმური, „ქართული ოცნება" არის არალეგიტიმური და მათ არსად არავინ დაპატიჟებს, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება“,- განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძემ მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს მისცეს მანდატი იმისთვის, რომ მან საერთო პოზიცია წარმოადგინოს.

მისივე თქმით, ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზება მხოლოდ ახალი არჩევნებით არის შესაძლებელი.

„მზად ვართ ახალი არჩევნებისთვის, რაც არის ქაოსისა და იმ დაპირისპირების თავიდან არიდების ერთადერთი გზა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, საუბარია, როგორც ძალოვანი უწყებების დეპოლიტიზირებაზე და ერთი პარტიის წნეხისგან განთავისუფლებაზე. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ მკაფიო ხედვა და გვაქვს და შეჯერებულები ვართ. სწორედ ამ პაკეტით ჩავა სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში. რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების თემა არის მნიშვნელოვანი თემაა. საბოლოო ჯამში, ჩვენ მასთან ერთად გამოვხატავთ მზაობას იმისათვის, რომ საქართველოში მოხდეს სიტუაციის ნორმალიზება, რაც მხოლოდ ახალი არჩევნებით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა