მიხეილ სააკაშვილი - საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო მურუსიძე, ეს გვარი გაგონილი არ მქონდა - თავი კოშმარულ სიზმარში მგონია

„ხშირად იძახიან: „მურუსიძეები და რაღაც სააკაშვილის დროსაც იყო“. მე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო მაშინ მურუსიძე. ეს გვარი გაგონილი არ მქონდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი პრეზიდენტობის დროს, „სასამართლო არაფრის ცენტრი არ იყო, ქვეყანა ორიენტირებული იყო განვითარებასა და მომავალზე“.

„ხშირად იძახიან: „მურუსიძეები და რაღაც სააკაშვილის დროსაც იყო“. მე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო მაშინ მურუსიძე. ეს გვარი გაგონილი არ მქონდა. სასამართლო არაფრის ცენტრი არ იყო. სასამართლო იყო სადღაც, იქ. ცხოვრების ცენტრი სხვა რაღაცაზე იყო ორიენტირებული, ქვეყნის განვითარებასა და მომავალზე. ამათ პოლიტიკა გადააქციეს დაჭერის, ცემის ქმედებებად“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ამასთან, სააკაშვილმა ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავი კოშმარულ სიზმარში გონია, ვინაიდან მის დროს ხელმოწერილი ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ „თავზე გადაგვახიეს“.

„თქვენ გგონიათ გამასამართლებთ და რაღაცას მომისჯით თქვენი ე.წ. სასამართლოთი და შემდეგ ამერიკასთან წყნარად დაალაგებთ ურთიერთობებს. გქონდეთ ამის იმედი... მე მგონია, რომ ჩვენი ხალხი სხვანაირად განკარგავს. ჩემ დროს ხელმოწერილი ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ თავზე გადაგვახიეს და გავიხედე და სომხეთმა მოაწერა ამ ხელშეკრულებას ხელი. თავი მგონია კოშმარულ სიზმარში“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი