შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია იმართება

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ ჟურნალისტები, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციას მართავენ.

ადგილზე სხვადასხვა ტელემაუწყებლობის ჟურნალისტები, წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსები და სხვადასხვა სააგენტოს ჟურნალისტები იმყოფებიან.

მათ ადგილზე მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები - „თავისუფლება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელს, მზია ამაღლობელს“, „როგორ დავამარცხოთ დიქტატურა“, „მედიასთან ომს ვერ მოიგებთ“.

ადგილზე ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი და სხვა პოლიტპატიმრები, ასევე ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს შეუწყდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება.

ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ამ ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მზია მარტო არ არის. ჩვენ მის გვერდით ვართ და ვიდრე ის გისოსებს მიღმაა ეს პროცესი არ გაჩერდება. ეს სადამსჯელო ოპერაციაა, მისი დაჭერით შეეცადნენ, რომ შევეშინებინეთ, რომ შეგვერბილებინა ტონი. მზიამ ამის მაგალითი გვაჩვენა. მათ ყოველთვის, ეგონა, რომ მსგავსი მეთოდებით პროტესტს ყოველთვის ჩაახშობდა და შეაჩერებდა. მესმის, რომ დასანქცირებული დიქტატორი კიდევ უფრო მწარედ ცდილობს კუდის მოქნევას. მედიასთან ომი არავის მოუგია და ახლაც ასე იქნება“,- განაცხადა ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ.

ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ