თემურ ჭყონია - შიდა და გარე პოლიტიკა გვაჩვენებს იმას, რომ ცუდ სიტუაციაში ვართ მეგობრებო - არიან ადამიანები, რომლებსაც სანქციები ჯილდო ჰგონიათ, ეს ჩემთვის აუხსნელია

შიდა და გარე პოლიტიკა გვაჩვენებს იმას, რომ ცუდ სიტუაციაში ვართ მეგობრებო,-ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ იკრიბებიან, სადაც ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ და ასევე, განიხილავენ სიტუაციის გავლენას ეკონომიკაზე.

„თუ არ შედგა სწორი ურთიერთობა და არ მოისპო გადაბრალება, შუღლი, სიძულვილი, ფინიშში ვერ გავალთ. გარედან იზოლაცია დაწყებულია და იმის მაგივრად, რომ კომუნიკაცია გააძლიერონ ან დიპლომატია ჩართონ, პირიქით, სხვა მიმართულებით მიდიან. იმიტომ შევიკრიბეთ, რომ გვინდა ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი, აქ არ არის მხოლოდ ბიზნესზე საუბარი, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი უნდა ვიცოდეთ, რა მომავალი გვაქვს. ყველაფერი კარგად იქნება 2030 წელს, ეს ფორმულა ჩვენ არ გვაწყობს. ჩვენ გვაწყობს თვეების, წლების, კვარტლების მიხედვით, რა იქნება და როგორ. როცა საუბრობენ იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდა 6-7%-ია, ამ ხალხის გაკეთებულია, რომელსაც ხედავთ, ეს არ არის იმ ადამიანების გაკეთებული, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ოპონენტები არიან, პირიქით, ჩვენი შრომის შედეგად არჩენენ ოჯახს, სახელმწიფოს და ხელფასებს იღებენ“, - განაცხადა ჭყონიამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას არ აინტერესებს, სანქციები დაუწესდება თუ არა, რაც აუხსნელია.

„სანქციებს აქვს თავისი მორალური მხარეც, თუ მორალური მხრიდან შევხედავთ, არ აინტერესებთ. ჩემთვის მაგალითად, სანქციები რომ დაეწესებინათ, შეიძლება ამ ამბავს გადავყოლოდი, არიან ადამიანების კატეგორია, რომლებსაც სანქციები ჯილდო ჰგონიათ, ეს ჩემთვის აუხსნელია, ამაზე პასუხი არ მაქვს. მე კი არა, არავის ექნება",- განაცხადა ჭყონიამ.

თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა შეხვედრას მართავს. სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა შეკრება სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ მიმდინარეობს.

შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებას განიხილავენ, თუ რა გავლენა იქონია არსებულმა ვითარებამ ეკონომიკაზე. სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ვითარებაა შექმნილი, რაც შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახოს. ისინი ხელისუფლებასთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ და ვარაუდობენ, რომ თუ არსებული პოლიტიკური ვითარება არ დასტაბილურდა, 2025 წელი ეკონომიკური სტაბილურობისა და გაძლიერების თვალსაზრისით, სავალალო იქნება.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა