თბილისსა და რეგიონებში დღეს 13-ზე მეტი აქცია-მსვლელობა იგეგმება

თბილისსა და რეგიონებში, დღეს, 13-ზე მეტი აქცია-მსვლელობა იგეგმება.

აქცია-მსვლელობები თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე იმართება, მათ შორის:

14:00 – „მსვლელობა პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ!“ - სარაჯიშვილის მეტრო

15:00 – „გავაპროტესტოთ უსამართლო სასამართლოს განაჩენი!“ - კორნელი ჩალაძის #1, წინასწარი დაკავების იზოლატორთან

18:00 – „მარში “ვეფხისტყაოსნით” თავისუფლებისაკენ“ - შოთა რუსთაველის ძეგლი

19:00 - აქცია საქართველოს პარლამენტთან

19:00 - აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან

20:30 – „დაუმორჩილებლობის მსვლელობა ნიღბებით“ - ფილარმონია

21:00 - საჯარო ლექცია - „ღია სივრცის ტექნოლოგიები პოლიტიკური გარდაქმნისთვის“ - ქაშვეთსა და კლასიკურ გიმნაზიას შორის

21:30 - საჯარო დისკუსია - „როგორი სახელმწიფო გვინდა“ - არწივის ქვეშ

რაც შეეხება რეგიონებს, ქუთაისში, 19:00 საათზე, მერიის წინ გაიმართება აქცია სახელწოდებით „კი ევროპას, არა რუსეთს!“

ბათუმში, 19:00 საათზე მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართავენ აქციას - „სამშობლოს სამსახურში!“

ზუგდიდში, 17:00 საათზე - „ბრძოლა გამარჯვებამდე“ - სამხარეო ადმინისტრაციის წინ

თელავში, 18:00 – „უწყვეტი პროტესტი თელავში!“ - მერიის წინ

ახალციხეში, 18:00 საათზე - „არა რუსულ რეჟიმს“ - შოთა რუსთაველის ძეგლთან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს