მედია - უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 24 დრონი და 2 ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 24 დრონი და 2 ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით ოთხი „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა და 39 დრონი გაუშვეს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტები კიევის ოლქში ჩამოაგდეს, ხოლო დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიევის, ხმელნიცკის, ჟიტომირის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და დონეცკის ოლქებში გაანადგურეს. ასევე, 14 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსებმა ბალისტიკური რაკეტებით კიევსა და ზაპოროჟიეს დაარტყეს. რუსეთის იერიშის შედეგად კიევში 4 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, ხოლო ზაპოროჟიეში 10 ადამიანი დაშავდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო