ანდრეი სიბიგა - უკრაინაში, მათ შორის კიევში, ძალიან ხმაურიანი ღამე იყო -  ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ პუტინს ომი სურს და არა მშვიდობა

კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ პუტინს ომი სურს და არა მშვიდობა, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა დღეს დილით რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას.

„უკრაინაში, მათ შორის კიევში, ძალიან ხმაურიანი ღამე იყო. კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ პუტინს ომი სურს და არა მშვიდობა. ის იძულებული უნდა გახდეს, რომ ძალის მეშვეობით სამართლიანი მშვიდობა მიიღოს, მაქსიმალური ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლის გზით“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რუსეთმა დღეს დილით კიევსა და ზაპოროჟიეს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა. ბოლო მონაცემებით, რუსეთის იერიშის შედეგად, უკრაინის დედაქალაქში 4 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია