ადვოკატი - მიიჩნევს თუ არა სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობაზე საჩივარს დასაშვებად, დღეს უნდა გახდეს ცნობილი

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატის, ჯუმბერ ქათამაძის განცხადებით, 2 საათში გახდება ცნობილი, მიიჩნევს თუ არა სააპელაციო სასამართლო ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შესახებ საჩივარს დასაშვებად.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ქათამაძე აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუკი, სასამართლო ადვოკატის საჩივარს დასაშვებად მიიჩნევს, სასამართლო პროცესი უნდა ჩატარდეს, თუმცა უფლებადამცველის თქმითვე, სასამართლოს ჯერ დასაშვებობაზეც კი არ უმსჯელია, მიუხედავად იმისა, რომ კანონით დადგენილი 72-საათიანი ვადა მალე ეწურება.

„15-ში გავასაჩივრეთ, 17:45 საათზე, დღეს გადის 72 საათი, აქამდეც უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა, გუშინ საღამოს ჯერ კიდევ არ იყო სასამართლოდან სააპელაციოში საქმე გადაგზავნილი, არადა, შეტანიდან მაშინვე უნდა გადაგზავნილიყო. ჯერ სასამართლოს საჩივრის დასაშვებობაზეც არ უმსჯელია. წესით, 72 საათში დასაშვებობაზეც უნდა იმსჯელოს და პროცესიც ჩანიშნოს. საჩივარი დასაშვებად რომ მიიჩნიოს, როგორ ასწრებენ პატიმრის ქუთაისში ჩაყვანას, ან პროცესის ჩატარებას, საინტერესოა.

გირაო გვაქვს შეთავაზებული, თუ რამე რიკს ხედავენ რომ გადაზღვეული იყოს. უძრავი ქონება, რისი დატვირთვაც შეიძლება, 137 000-ად არის შეფასებული და ამ ფარგლებში თვითონ შეუძლიათ თანხის განსაზღვრა“, - განაცხადა ქათამაძემ.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე