ალექსანდრე სირსკი - თავდაცვაში ყოფნით ომის მოგება შეუძლებელია

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, თავდაცვაში ყოფნით ომის მოგება შეუძლებელია, ამიტომ, უკრაინამ უნდა განახორციელოს ის, რაშიც უპირატესობა აქვს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"რა თქმა უნდა, თავდაცვაში ყოფნით ომის მოგება შეუძლებელია. რამდენადაც თავს დაიცავ, იმდენად უკან დაიხევ. ჩვენ კი იძულებულნი ვართ შევინარჩუნოთ თავდაცვა და შევინარჩუნოთ ჩვენი ძალები პრაქტიკულად ფრონტის მთელ ხაზზე“, - აღნიშნა სირსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.

კითხვაზე, როგორ უნდა მოიქცეს უკრაინა ასეთ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაციას აქვს უპირატესობა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა უპასუხა, რომ უკრაინამ უნდა განახორციელოს ის, რაშიც უპირატესობა აქვს.

"ჩვენ უნდა განვახორციელოთ ის, რაშიც გვაქვს უპირატესობა. ჩვენ პირველები ვიყავით მსოფლიოში, ვინც შევქმენით უპილოტო სისტემების ძალები. ამჟამად ვქმნით უპილოტო აპარატების შემადგენელ ნაწილებს. აქტიურად ვავითარებთ რობოტულ პლატფორმებს, ვავითარებთ სახმელეთო საბრძოლო პლატფორმებს," - აღნიშნა სირსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინას აქვს შესაძლებლობა შექმნას საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემა.

„გვაქვს ამის უნარი და შესაძლებლობა. იმედი მაქვს, მახასიათებლებით Patriot-ზე ნაკლები არ იქნება“, - აღნიშნა სირსკიმ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება