ვლადიმერ პუტინი სი ძინპინს ესაუბრა

ვლადიმერ პუტინი ვიდეოკონფერენციის ფორმატში სი ძინპინს ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან გამართული საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობის საფუძველს ფართო ეროვნული ინტერესები წარმოადგენს.

„ჩვენს შორის კავშირებს მეგობრობის, ურთიერთნდობის, მხარდაჭერის, თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის მიღების საფუძველზე ვაშენებთ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი და ჩინეთი „ევრაზიის სივრცესა და მთლიანად მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მუშაობენ.

„არ უნდა დავუშვათ, რომ ფაშიზმის, ნაციზმისა და მილიტარიზმის იდეოლოგიებმა თავი კვლავ წამოწიონ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სხვა თანამოაზრეებთან ერთად, ისტორიული სიმართლე შევინარჩუნოთ და დავიცვათ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა