ადვოკატი - გვეუბნებიან, რომ ბაჩო ქაჯაიამ გზა გადაკეტა, რისი მტკიცებულებაც წარმოდგენილი არ არის - საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, სასამართლომ სანქცია არ უნდა გამოიყენოს

თუ გავითვალისწინებთ იმას, სასამართლო პროცესი როგორ მიდიოდა და იმ არგუმენტაციას და მტკიცებულებებს, რაც წარმოდგენილია შსს-ს მიერ, საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს და არანაირი სანქცია გამოყენებული არ უნდა იყოს, - ამის შესახებ მსახიობ ბაჩო ქაჯაიას ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარე მტკიცებულებად წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში ბაჩო ქაჯაიას ვერ პოულობს და მის მიერ გზის გადაკეტვას ვერ ასაბუთებს.

„მოწინააღმდეგე მხარეს წარმოდგენილი აქვს ზოგადი კადრები. წარმოდგენილია 15 წუთიანი მტკიცებულება და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ ვიდეოში წარმომადგენელი ვერ პოულობს ბაჩო ქაჯაიას, ვერ მიგვითითებს სად დგას. თუ გვეუბნებიან, რომ გზა გადაკეტა ბაჩო ქაჯაიამ, თუ გვეუბნებიან, რომ ეს არის კადრი, სადაც ჩანს, გზა როგორ გადაკეტა, უნდა გვანახონ ბაჩო ქაჯაია სად დგას ვიდეოში, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ შეძლო წარმომადგენელმა“, - განაცხადა ადვოკატმა.

ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. კერძოდ იმას, რომ ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი