სალომე ზურაბიშვილი - აშშ-ის მომავალი მინისტრებისთვის ძირითადი "მესიჯის" გადაცემა შევძელი - ან უკან რუსეთში შეგვათრევენ ან გზას გავაგრძელებთ, რომელიც დამოუკიდებლობიდან იყო საქართველოს გზა

აშშ-ის მომავალი მინისტრებისთვის ჩემი ძირითადი "მესიჯის" გადაცემა შევძელი, რომ საქართველოში რეალურად გარდამტეხ წერტილში ვართ - ან უკან რუსეთში შეგვათრევენ ან გზას გავაგრძელებთ, რომელიც დამოუკიდებლობიდან იყო საქართველოს გზა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Atlantic Council-ის შეხვედრაზე განაცხადა.

„ინაუგურაციამდე შესაძლებლობა მქონდა დავსწრებოდი რამდენიმე წინასაინაუგურაციო მიღებას, რომლებიც ამ ქალაქში მიმდინარეობდა. ამ ღონისძიებებზე კაბინეტის რამდენიმე მინისტრთან წარმადგინეს, რომლებიც ჯერ დამტკიცებული არ არიან სენატის მიერ, მაგრამ ეს პირველი კონტაქტები იყო.

ასე რომ, როგორც ეს ძირითადად ხდება მსგავს პირველ კონტაქტებზე, მე წარმადგინეს და მათთვის ჩემი ძირითადი "მესიჯის" გადაცემა შევძელი, კერძოდ, საქართველო როგორც არასდროს საჭიროებს თავისი ამერიკელი მეგობრების ყურადღებას, ვინაიდან ვითარება იქ გადამწყვეტია, რეალურად გარდამტეხ წერტილში ვართ - ან უკან რუსეთში შეგვათრევენ ან გზას გავაგრძელებთ, რომელიც დამოუკიდებლობიდან იყო საქართველოს გზა. გზის, რომელშიც ამერიკული როლი არსებითი მნიშვნელობისა იყო, ჩვენი ინსტიტუტების, ჩვენი ჯარის შექმნის, კონსოლიდაციის მხრივ, და ზოგადად ქვეყნის დამოუკიდებლობის მხრივ.

ასე რომ, საქართველოს მოსახლეობას ეს სურს დღეს, როგორც ეს უნდოდა გუშინ და როგორც სამომავლოდ უნდა. ასე რომ, ჩემი აზრით, მომავალი ადმინისტრაციის ხალხმა ეს უნდა იცოდეს, ვინაიდან საქართველოში ეს მხოლოდ პოლიტიკური საკითხი არ არის, და, მთელი მნიშვნელობის მიუხედავად, მხოლოდ ადამიანის უფლებებისა და რეპრესიების საკითხი არ არის, ეს რეალურად ეგზისტენციალური საკითხია - შეძლებს თუ არა საქართველოს თავისი გზის გაგრძელებას, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, როგორც ქვეყანა, რომელსაც თავისი სუვერენიტეტის აღიარება და ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერა სურს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით