რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილს უკვე მესამე შვეიცარიულ ბანკთან აქვს დავა -  სადაც არ უნდა იჩივლოს, ნულოვანი შანსი აქვს, ვინაიდან ბანკი სანქციების მოთხოვნებს ასრულებს

ბიძინა ივანიშვილს უკვე მესამე შვეიცარიულ ბანკთან აქვს დავა. სადაც არ უნდა იჩივლოს, განსაკუთრებით შვეიცარიის სასამართლოში, ნულოვანი შანსი აქვს, ვინაიდან ბანკი სანქციების მოთხოვნებს ასრულებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-თან დაწყებულ სასამართლო დავას ეხმაურება.

რომან გოცირიძის განცხადებით, შვეიცარიული ბანკი სანქციების მოთხოვნებს ასრულებს, თუმცა სანქციებში ჯერ არ ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილის ან „ქართუ ფონდის“ სახელი, რადგან აძლევენ შანსს, რომ „იქნება ჯერ კიდევ მოვიდეს გონს“.

„საკმარისია, აშშ-ის სანქციებში ჩაიწეროს ერთი სიტყვა - უტა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილის მთელი ფინანსური სისტემა დაინგრევა. ეს ერთადერთი პიროვნებაა დამფუძნებელი „ქართუ ფონდისა“ ხოლო „ქართუ ფონდი“ არის დამფუძნებელი ყველაფრისა, ოფშორებში თუ აქ, საქართველოში რაც კი რამ არსებობს,მათ შორის „ქართუ ბანკისა“.

საკმარისია ამერიკულ სანქციებში ერთი სიტყვა გაჩნდეს და ივანიშვილის ფინანსურ-ეკონომიკური სამყარო დაინგრევა, მაგრამ ამას არ აკეთებენ ერთი მიზეზით: იქნება ჯერ კიდევ მოვიდეს გონს ბიძინა ივანიშვილი.

უტას რომ თავი დავანებოთ, აშშ-ის სანქციებში „ქართუ ფონდი“ რომ ჩაიწეროს, მორჩენილია ყველაფერი. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილს მომავალში საშინელი დღეები ელის და ამას ის უკვე აცნობიერებს. თუ აცნობიერებს, მაშინ ძალაუფლების უზურპაციას თავი უნდა დაანებოს, დანიშნოს არჩევნები და ქვეყანას ნორმალური განვითარების საშუალება უნდა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შავი დღე ელოდება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს.

როგორც ადვოკატ ლაშა კალანდაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამართლებრივი დავის საგანს ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოადგენს.

ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, Julius Baer-ის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს, “მან ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა მათი საბანკო ანგარიშები და Julius Baer-იც, ამა თუ იმ ფორმით, ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში”.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა