რასა იუკნევიჩიანე - ქართველი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელი არის სალომე ზურაბიშვილი, „ქართული ოცნება“ და თვითგამოცხადებული ერთპარტიული პარლამენტი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება - კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია

მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ სახელმწიფოებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ ყველა ქმედებისგან, რაც მოახდენს თვითდანიშნული “ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციას, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

„მამაცი ქართველები 50 დღეზე მეტია აპროტესტებენ თავიანთი ევროპული მომავლის მოპარვას მიუხედავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან სისასტიკისა და ძალადობისა. სხვათა შორის, ქუჩაში გამოსული ადამიანები მათ „კრემლის ოცნების“ „რუსეთის ოცნების“ პარტიას ეძახის. მაშინ, როცა ქართველები იბრძვიან ევროპული გზისთვის, ჩვენი მოვალეობაა, ვიყოთ მკაფიო ჩვენს მხარდაჭერაში: პირველი - ქართველი ხალხის ერთადერთი ნამდვილი და ლეგიტიმური წარმომადგენელი და ერთადერთი აღიარებული თანამდებობის პირი არის სალომე ზურაბიშვილი, მეორე - „ქართული ოცნება“ და თვითგამოცხადებული ერთპარტიული პარლამენტი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ სახელმწიფოებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ ყველა ქმედებისგან, რაც მოახდენს თვითდანიშნული “ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციას“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, საქართველოში ძალადობა ხალხის, პოლიტიკური ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძლიერდება.

„ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გახარია სასტიკად სცემეს, თავს დაესხნენ თავისუფალ ჟურნალისტებს, მათ შორის მზია ამაღლობელი, რომელსაც ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ევროპამ ამას უნდა უპასუხოს პასუხისმგებელი პირების, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის, წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებით. ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან არის ახალი, დამოუკიდებელი, სამართლიანი არჩევნები, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა