ვიქტორ ორბანი - ბრიუსელის ბიუროკრატების მიერ შემუშავებულმა სანქციებმა  ევროპის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გაანადგურა - ცვლილებების დროა

ბრიუსელის ბიუროკრატების მიერ შემუშავებულმა სანქციებმა მიაღწია ერთს: გაანადგურა ევროპის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა. ცვლილებების დრო დადგა! - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი მტკიცებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არანაირი დადებითი შედეგი არ მოჰყოლია.

„სანქციებზე საუბრის დროა. დაასრულეს ომი? - არა, დაახეიბრეს რუსეთის ეკონომიკა? - არა, მოახერხა თუ არა ევროპამ რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლება სხვა ხელმისაწვდომი წყაროებით? - არა. ბრიუსელის ბიუროკრატების მიერ შემუშავებულმა სანქციებმა მიაღწია ერთს: გაანადგურა ევროპის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა. ცვლილებების დრო დადგა!“- წერს ორბანი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო