მამუკა მდინარაძე ანდრო ჭიჭინაძეზე - თუ შეურაცხყოფის გზას ირჩევენ, მაშინ შემოთვლებს თავი უნდა დაანებონ, თუ შემოთვლები, თავდებობა და დახმარება სჭირდებათ, მაშინ ამისი პირობები გადავეცი საჯაროდ - ჩამოყალიბდნენ

დღეს თუ მართალია ადამიანი, მას თავისუფლად შეუძლია სასამართლოში თავი გაიმართლოს და როდესაც სასამართლოში თავის გამართლების ასეთი საშუალება გაქვს, მაშინ უნდა „მიაწვე“ ბოლომდე ამას და თუ უდანაშაულო ხარ არავინ არ დაგაბრალებს დანაშაულს. შესაბამისად ამისა, ამას აღარ სჭირდება არც შემოთვლები და არც რაღაცის თხოვნები. უნდა ჩამოყალიბდე ამ დროს, როგორც ჩემ კლიენტებს ვურჩევდი ხოლმე როგორც ადვოკატი თავის დროზე, ისე ვურჩევ ნებისმიერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ანდრო ჭიჭინაძეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როცა ადამიანი უდანაშაულოა, მას არც თავდებობა სჭირდება, არც ვინმეს დახმარება სჭირდება, როცა სამართლიან ქვეყანაზე და სამართლიან სასამართლოზეა საუბარი.

„მე შემიძლია გითხრათ, რომ მართალია, უდანაშაულო ადამიანს ნამდვილად არ ჭირდება ვინმეს დაცვა, გარდა საკუთარი ადვოკატისა, ან მითუმეტეს თავდებში ჩადგომა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მე ჩემი წარსული პროფესიიდან გამომდინარეც დავესესხები წინა გამოცდილებას, როცა ადამიანი უდანაშაულოა, მას არც თავდებობა დჭირდება, არც ვინმეს დახმარება, როცა სამართლიან ქვეყანაზე, სამართლიან სასამართლოზეა საუბარი, მათი აქციის ორგანიზატორების დროის განსხვავებით, რომელ ძალადობრივ აქციებშიც ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობას იღებდა, ის სინამდვილეში ვისი დაორგანიზებულიც არის, მათი დრო აღარ არის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ანდრო ჭიჭინაძის საქმემ „ძალიან ბინძური სახე მიიღო და ოპოზიცია მას პოლიტიკურ თამაშებში იყენებს“.

„მე ამაზე აღარ გავაკეთებ კომენტარს, იმიტომ, რომ ძალიან ბინძური სახე მიიღო, იმ ადამიანს იყენებენ რაღაც პოლიტიკურ თამაშებში, ხან რაღაცას დააწერინებენ, ხან დედა სხვა ინტერესებს შვილის ინტერესებზე წინ დააყენებს და ა.შ. პოლიტიკურ ინტერესებს, წარმოუდგენელია ჩემთვის, მაგრამ ჩემი საქმე არ არის, რაც უნდათ ის ქნან, მაგრამ შემოთვლებს თავი დაანებონ და ჩამოყალიბდნენ - ან გამართლებაზე იზრუნონ, თუ მართალია უნდა გამართლდეს და თუ მტყუანია, მაგ შემთხვევაში გასაგებია, მაგრამ ან ერთი გზა უნდა აირჩიონ ან მეორე გზა უნდა აირჩიონ, ჩამოყალიბდნენ რა უნდათ და ამ გზას თუ ირჩევენ, შეურაცხყოფისას, მაშინ შემოთვლებს უნდა დაანებონ თავი და თუ შემოთვლები, თავდებობა და დახმარება სჭირდებათ, მაშინ ამისი პირობები გადავეცი საჯაროდ და მაშინ შეურაცხყოფას უნდა დაანებონ თავი და ჩამოყალიბდნენ. ამის იქით მე ამაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაყენებ მითუმეტეს რამდენიმე ათეულ ადამიანს შეიძლება ითქვას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე