მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საქართველოში დაბრუნდნენ, აბუ-დაბის სასტუმროში მომხდარი ფაქტის გამო კი, ჯარიმა დაეკისრათ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საქართველოში დაბრუნდნენ და მათ აბუ -დაბიში მომხდარ ინციდენტზე ჯარიმა დაეკისრათ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დეპუტატებმა ინციდენტის გამო, პოლიციის განყოფილებაში დღე ნახევარი გაატარეს, შემდეგ კი სასტუმროში იმყოფებოდნენ.

„ორივე თბილისშია. პატიმრობაში არასდროს ყოფილან. ორი დღის განმავლობაში მიდიოდა საკმაოდ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. იყვნენ აბუ-დაბიში პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ იყვნენ სასტუმროში, შემდეგ დასრულდა სამართალწარმოება, დატოვეს აბუ-დაბი და არიან თბილისში. დღენახევარი გაატარეს პოლიციის განყოფილებაში. დასრულდა სამართალწარმოება და ორივე მხარეს ჯარიმები დაეკისრა. რომ ვრცელდება ინფორმაცია, იმხელა ჯარიმა არაა. ამასთან მიახლოებული თანხა არაა. სამართალდამრღვევები არიან, მაგრამ არა კრიმინალები. არავის არაფერი არ ამართლებს... მე თუ ვინმე თავს დამესხმება, აუცილებლად პასუხს გავცემ. გამართლება შეიძლება ძალადობას არცერთ შემთხვევაში არ ჰქონდეს. რთულია ქართველმა კაცმა მოითმინოს დედის გინება. გაყოყოჩებული „ქათმის“ ვაჟკაცობა არ გაიშვა და არც ქართველობა. შესაბამისი უწყებები დაინტერესებულები იყვნენ მათი ბედით და ხშირი კომუნიკაცია ჰქონდათ თავის კოლეგებთან აბუ -დაბიში. ამას გნებავთ ზრუნვა დაარქვით, გნებავთ პატრონობა დაარქვით. მე პირადადაც დაინტერესებული ვიყავი და არაერთხელ მოვიკითხე ეს ამბავი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ შემთხვევა წინა დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. ცნობისთვის, პირველად მომხდარი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დღეს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თბილისში დაბრუნდნენ, ჯარიმის სახით კი 80 000 დოლარის გადახდა დაეკისრათ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე