CIU-ს სამეცნიერო ჟურნალი „Index Copernicus-ის" ბაზაშია ინდექსირებული

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი „საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში" (International Journal of Social Sciences, IJSS https://journal.ciu.edu.ge/) ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამეცნიერო ბაზაში - "Index Copernicus" - არის ინდექსირებული. ჟურნალი წარმოდგენილია აღნიშნული სამეცნიერო ბაზის Master list-სა და World List-ში, - ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ "Index Copernicus-ში" ინდექსირებით ჟურნალი იღებს გაზრდილ ხილვადობას და სანდოობას საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებაში.

„ეს ხელს უწყობს მკვლევრებს, რომ მათი სამეცნიერო სტატიები გაიცნოს ფართო აკადემიურმა წრეებმა. ამავე დროს, ჟურნალის ინდექსირება აღნიშნულ ბაზაში არის აღიარება მასში გამოქვეყნებული სამეცნიერო პროდუქციის ხარისხის, რაც თავისთავად ზრდის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, როგორც სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციის რეპუტაციას.

იხილეთ „საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში" IJSS-ის ბმული "Index Copernicus-ში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა