მზია ამაღლობელის ადვოკატის ინფორმაციით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ირაკლი დგებუაძის მხრიდან არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით გამოძიების დაწყება მოსთხოვეს, თუმცა უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატის, ჯუმბერ ქათამაძის განცხადებით, დაცვისმხარემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამაღლობელის მიმართ ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან განხორციელებულ ქმედებაზე გამოძიების დაწყება არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით მოითხოვა და არა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.

თუმცა, როგორც ადვოკატი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განმარტავს, უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო.

დაცვის მხარემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამაღლობელის განცხადების საფუძველზე მიმართა, რომლის მიხედვითაც, ამაღლობელს დგებუაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელით შეხებას ცდილობდა.

ადვოკატის თქმით, უწყებამ ფაქტის გარშემო გამოძიების დაწყება დაადასტურა.

ქათამაძის განმარტებითვე, თავდაპირველად გამოძიება ფაქტის გარშემო იწყება და ამის შემდეგ შესაძლოა, გამოიკვეთოს კონკრეტული პირი.

ფაქტზე გამოძიების დაწყება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში “ინტერპრესნიუსსაც” დაუდასტურეს.

“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ბათუმში გამართული საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებზე”, - განაცხადეს უწყებაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე