სალომე ზურაბიშვილი - აშშ-ს არ შეუძლია კავკასიაში დამცირდეს 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყნის მიერ, ერთი ადამიანის მიერ, რომელიც თავის პოლიტიკას კარნახობს და ბატონი პუტინის ინტერესებს ემსახურება

აშშ-ს არ შეუძლია კავკასიაში დამცირდეს 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყნის მიერ, ერთი ადამიანის მიერ, რომელიც თავის პოლიტიკას კარნახობს და ბატონი პუტინის ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუსთან საუბარში განაცხადა.

“[წარმატებისთვის] ორი რამ არის საჭირო. პირველი - ეს არის ბრძოლა ჩვენი თავისთვის, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ უნდა მოვიგოთ და ვხედავ, რომ ხალხს კარგად აქვს გააზრებული, რომ საქმე თავად უნდა გააკეთო, სხვა არავინ არ გააკეთებს შენს სამუშაოს. და ეს არ არის სამუშაო, რომელიც გაკეთდება ძალადობის ან არასტაბილურობის მეშვეობით, ჩვენ ქვეყანაში მშვიდობიანი საშუალებებით უნდა გავიმარჯვოთ და პროტესტს თუ შეხედავთ, ის უკიდურესად პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და მშვიდობიანია. და ეს ამ ხალხის პასუხისმგებლობის დონეს აჩვენებს, ქართველი ხალხი ორგანიზებულია, რამაც ყველა გაგვაკვირვა. ასე რომ, ეს პირველი ნაწილია - ჩვენი ნაწილი ჩვენ უნდა გავაკეთოთ.

მეორე ნაწილია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა გაიაზრონ რა არის სასწორზე საქართველოში. არა მხოლოდ დემოკრატიაა, რომელიც, კიდევ ერთხელ, ჩვენს მიერ დასაცავია, არამედ რეალურად ძალის ბალანსია რუსეთთან. თუ რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინაში გამარჯვება და რეალურად, ბევრი მხრივ წააგო, არ ვიცით რა შედეგი იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან წააგო. ის აღარ არის ევროპის დიდი სამხედრო ძალა, მან ნატო-ს კონსოლიდაცია მოახდინა, ვერ შეძლო ევროპის საზოგადოებრივ აზრში რაიმე რეალური ომის საწინააღმდეგო სენტიმენტების გაჩენა, როგორც ამას წარსულში ახერხებდა. ასე რომ, ეს ყველაფერი რუსეთის დიდი მარცხია.

თუმცა, მაშინ როდესაც კიევზე 3 დღეში გამარჯვება ვერ შეძლო, რუსეთი რაიმე საფასურის გარეშე კავკასიაში გამარჯვებას შეძლებს, უბრალოდ იმიტომ, რომ საქართველოში მარიონეტი მთავრობა ჰყავს და შეუძლია არჩევნების მანიპულირება, მაშინ ისინი არჩევნების მანიპულირებას მოახდენენ ბევრ სხვა ადგილზეც, რუმინეთში, მოლდოვაში ან სხვაგან. და ისინი გავლენას მოიპოვებენ.

ასე რომ, ეს რეალურად ამერიკის სიძლიერის საკითხია. მოვისმინე პრეზიდენტ ტრამპისა და ახალი სახელმწიფო მდივნის განცხადებები. და თუ ამერიკას სურს, რომ იყოს პირველი, იყო ძლიერი, მაშინ მას არ შეუძლია კავკასიაში დამცირებულ იქნას 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყნის მიერ, ერთი ადამიანის მიერ, რომელიც თავის პოლიტიკას კარნახობს და ბატონი პუტინის ინტერესებს ემსახურება. ეს სიძლიერეს არ ნიშნავს, ეს სისუსტეს ნიშნავს. ეს იდეა მამშვიდებს, მაგრამ ეს გეოპოლიტიკური ბრძოლაა. დემოკრატიული ბრძოლაა ჩვენთვის, გეოპოლიტიკური ბრძოლისთვის საკმარისად ძლიერები არ ვართ, გვჭირდება ყურადღება და [აშშ-ის] პოლიტიკური მონაწილეობა, რაც ნიშნავს, რომ გვჭირდება ძლიერი განცხადებები, რომლებიც რუსეთს ეტყვის: “თავი დაანებეთ საქართველოს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით