ლევან იოსელიანმა სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს 38-ე სხდომა გამართა

ლევან იოსელიანმა სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს N38 სხდომა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები წარმოადგინეს.

„მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა ქვეყანაში შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრა და ყურადღება სოციალური დაცვის მიმართულებაზე გაამახვილა. სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ დამსწრეთ სხდომის დღის წესრიგი გააცნო და შეხვედრას ფასილიტაცია გაუწია.

შეხვედრაზე შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები წარმოადგინეს; განიხილეს ნოტარიუსების მხრიდან უსინათლო თარჯიმნებთან თანამშრომლობის, შშმ პირებისთვის მართლმსაჯულების მისაწვდომობის, სხვადასხვა დონეზე გადაწყვეტილების მიღებასა და საარჩევნო პროცესებში ჩართულობის საკითხები. ისაუბრეს ასევე, შშმ პირთა საკითხზე ეროვნულ დონეზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობასა და მათ ეფექტიანობაზე, შშმ პირთა სოციალური პაკეტის გაზრდის შესაძლებლობებზე და მოქმედი გათანაბრების მექანიზმების ხარვეზებზე.

სახალხო დამცველთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“ ფარგლებში გაიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა