მსახიობი მარიამ ღვინიანიძე - მე და ანდროს გვყავს შვილი, 3 წლის ნიკო ჭიჭინაძე, რომელმაც არ იცის, მამამისი სად არის - იცის, რომ წასულია სამუშაოდ გადაღებებზე, რომელსაც ყველანი ძალიან მალე ველოდებით ჩვენთან

მე და ანდროს გვყავს შვილი, ნიკო ჭიჭინაძე. ნიკო არის 3 წლის, რომელმაც არ იცის, მამამისი სად არის. იცის, რომ წასულია სამუშაოდ გადაღებებზე, რომელსაც ყველანი ძალიან მალე ველოდებით ჩვენთან, - ამის შესახებ მსახიობმა მარიამ ღვინიანიძემ „ახალი თეატრის“ წინ, საპროტესტო მანიფესტის დროს განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის წინ აქცია-პერფორმანსი, ე.წ. სახალხო მანიფესტი მიმდინარეობს.

„ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის განცხადებით, მსახიობები სახალხო მანიფესტის ფარგლებში რეგიონებში გავლენ.

„ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში - ყველგან მივალთ და ყველასთან დავილაპარაკებთ და თქვენ აუცილებლად ნახავთ, რა შეუძლია თეატრს. შემოგვიერთდება ყველა. ჩვენ აუცილებლად გავიშლებით მთელს რეგიონებში. სდიეთ ქართულ თეატრს, სდიეთ!“ - განაცხადა დოიაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა