პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის ინფორმაციით, სასტუმრო „შერატონს“ გიორგი გახარიაზე თავდასხმის ამსახველი ვიდეოს ასლები აქვს, თუმცა, ის მოთხოვნის მიუხედავად გახარიასთვის არ გადაუციათ

გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ ამ კადრების ასლები აქვთ, რომელიც შეუძლიათ დღესვე გადმოგვცენ, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი ვიკა ფილფანი “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომელიც თანაგუნდელებთან ერთად სასტუმრო “შერატონთან” საპროტესტო აქციას მართავს.

მისი თქმით, სასტუმრო “შერატონი” ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან თანამშრომლობს.

„როგორც იცით მათ არ გადმოგვცეს კადრები, რისი მიღების უფლებაც გიორგი გახარიას ჰქონდა. გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ ამ კადრების ასლები აქვთ, რომელიც შეუძლიათ დღესვე გადმოგვცენ. რა თქმა უნდა ისინი ამას არ გვაძლევენ, რომლებიც პირდაპირ თანამშრომლობენ ძალადობრივ რეჟიმთან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მართავს. აქ (სასტუმროში) ყოფნა არცერთი ადამიანისთვის არ არის უსაფრთხო”,- აცხადებს ვიკა ფილფანი.

სასტუმრო „შერატონთან“ სამართალდამცავებიც იმყოფებიან.

აქციის მონაწილეები სტიკერების გაკვრას გეგმავენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს